ავტორი:

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა - "ბათუმელები"

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა - "ბათუმელები"

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

განაჩენის მიხედვით, მოზარდთან სექსუალურ კავშირს თავის სახლში ამყარებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კაცს, მ.შ.-ს, რამდენჯერმე ჰქონდა სქესობრივი კავშირი 12 წლის ბავშვთან.

აღსანიშნავია, რომ ეს განაჩენი მოსამართლე ციცინო მოსიძეს 2021 წლის 9 აპრილს მიუღია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

"მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს" - აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო.

„ბათუმელებს“ ქუთაისისა და თბილისის სასამართლოებიდან მხოლოდ 5 განაჩენი მიაწოდეს, რაც ღია სასამართლო სხდომაზე განიხილეს ბოლო 2 წლის განმავლობაში – ხუთივე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ეხება: „სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“ [ამ მუხლის პირველი ნაწილი სასჯელი სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე]..ვრცლად ნახეთ აქ