ავტორი:

რუსული ბანკის 28 წლის ვიცე-პრეზიდენტი იმ სახლის ფანჯრების ქვეშ ნახეს გარდაცვლილი, სადაც ცხოვრობდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

რუსული ბანკის 28 წლის ვიცე-პრეზიდენტი იმ სახლის ფანჯრების ქვეშ ნახეს გარდაცვლილი, სადაც ცხოვრობდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

გასულ კვირას მოსკოვში მომხდარი ტრაგედია სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად განიხილება. Loko-Bank-ის 28 წლის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ბაიკოვა სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

მედიაში ბაიკოვას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 29 ივნისს გავრცელდა, ტრაგედია კი - 23-ში მოხდა. პოლიცია თითქმის ერთი კვირა იძიებს ყველა გარემოებას, რომელიც ტოპ მენეჯერის გარდაცვალების მიზეზს დაადგენდა. საქმეზე დაიკითხნენ თვითმხილველები, საქმის მოწმეები და კრისტინას ახლობლები. სამართალდამცავებმა უკვე მოახერხეს საბედისწერო ღამეს მომხდარის ზოგადი სურათის აღდგენა.

როგორც ირკვევა, 23 ივნისს კრისტინამ მისი ახალი მეგობარი ბიჭი, სახელად ანდრეი სტუმრად მიიწვია - ისინი ბოლო სამი კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და კაცმა კრისტინა სულ მესამედ ნახა. სახლში მათ გარდა ქალის მეგობრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც შემდეგ კლუბში წავიდნენ, კრისტინა და ანდრეი კი შინ დარჩნენ.

მამაკაცის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ცოტა ხანში კრისტინა სხვა ოთახში გავიდა და დიდი ხნის განმავლობაში არ დაბრუნებულა. ანდრეიმ იფიქრა, რომ ჩაეძინა, მაგრამ ქალი ოთახში ატირებული დაბრუნდა. მისი თქმით, ის კაცის ფეხებთან დაეცა და ყვირილი დაიწყო. შემდეგ ნელი ნაბიჯით წავიდა აივნისკენ და ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცი ბარისკენ მიდიოდა, კრისტინა აივანზე გავიდა და ვიწრო მესერზე დადგა.

კაცის მტკიცებით, ის ცდილობდა ქალი დაეყოლიებინა, რომ ოთახში დაბრუნდებულიყო, მაგრამ კრისტინა უარზე იყო. პროცესი დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა, რა დროსაც კაცი ტელეფონით ვიდეოს იღებდა. ის კრისტინას ოთახში შემოყვანას ცდილობდა, რა დროსაც ყვირილისა და დაცემის საშინელი ხმა გაიგონა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდა და მისი ემოციური მდგომარეობა არაპროგნოზირებადი იყო. ახლა გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, საიდან ჰქონდა ქალს წამალი, რატომ მკურნალობდა და ვინ დაუნიშნა. კითხვები აქვთ ანდრეის მიმართაც, რომელიც 15 წუთის განმავლობაში ვიდეო იღებდა, მაგრამ სასწრაფო დახმარებისთვის არ დაურეკავს.

28 წლის კრისტინა ბაიკოვა ხოდინსკის ბულვარზე ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობდა.