ავტორი:

"პუტინი ჯერ კიდევ ძლიერია" - ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას ომის შესაჩერებლად, შესაძლოა, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა მოუწიოს

"პუტინი ჯერ კიდევ ძლიერია" - ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას ომის შესაჩერებლად, შესაძლოა, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა მოუწიოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთში ევგენი პრიგოჟინის ამბოხების მცდელობის გამო, ვლადიმერ პუტინი გარკვეულწილად დასუსტდა.

”შეიძლება ითქვას, რომ ის ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ, მე ვიტყოდი, რომ ის, გარკვეულწილად, დასუსტდა ბევრი ადამიანის გონებაში მაინც”, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის მთავრობას ომის შესაჩერებლად, შესაძლოა, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა მოუწიოს.

ტრამპის თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ყველაფერი მოლაპარაკებას დაექვემდებარებოდა. აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა, რომლებმაც ენერგიული ბრძოლა აწარმოეს თავიანთი მიწის დასაცავად, დიდი აღიარება დაიმსახურეს.

"ვფიქრობ, მათ ექნებათ უფლება შეინარჩუნონ ბევრი რამ, რაც მოიპოვეს და ვფიქრობ, რომ რუსეთი ასევე დათანხმდება ამას. საჭიროა სწორი შუამავალი ან მომლაპარაკებელი და ჩვენ ახლა ის არ გვყავს", - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია, რუსეთისა და უკრაინის შორის მშვიდობის დამყარება.

"ვფიქრობ, ყველაზე დიდი, რაც ახლა აშშ-მ უნდა გააკეთოს, არის მშვიდობის დამყარება - რუსეთისა და უკრაინის შეკრება და მშვიდობის დამყარება. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, ამის გაკეთების დროა. მინდა, რომ შეწყდეს ადამიანების სიკვდილი ამ უაზრო ომის გამო“, - აღნიშნა ტრამპმა.