ავტორი:

ზუგდიდში 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს - "აღმოჩნდა, რომ მოზარდი ორსულადაა"

ზუგდიდში 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს - "აღმოჩნდა, რომ მოზარდი ორსულადაა"

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედამ არასრულწლოვანი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში, მუცლის არეში ტკივილის გამო მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე თვის ორსულია.

არსებული ინფორმაციით, დედამ გოგონა ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა, თუმცა ექიმებმა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს.

როგორც ცნობილია, დედამ და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.