ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილს თინა ბოკუჩავამ "მოღალატე" უწოდა, ანა წითლიძემ კი - " რუსი"

ირაკლი ღარიბაშვილს თინა ბოკუჩავამ "მოღალატე" უწოდა, ანა წითლიძემ კი - " რუსი"

მოღალატე ხართ, ეს არის ქვეყნის ღალატი, რასაც ახლა ამბობთ, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, ქვეყანას ომი ვერ აარიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ანა წითლიძემ და პრემიერს შემდეგი სიტყვებით მიმართა - "შე რუსო მართლა. შენ ხარ რუსი. ხმას საერთოდ როგორ იღებ, შე რუსო“.

აღნიშნულ მიმართვებს პრემიერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ ამ თემაზე საუბარი არ უნდათ, რადგან მათ ყველაზე მეტად იციან, რომ მათ ჩაიდინეს ეროვნული ინტერესების ღალატი.

პრემიერის განცხადებით, გაუბედურებულ ოპოზიციას არაფერი აღარ აქვს სათქმელი.

"სანქციების დაწესება და ეკონომიკისა და ვაჭრობის ჩაკეტვა იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა და უფრო მეტიც, ღალატი შეიძლება ამას ვუწოდოთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების. თუ ვინმე დაზიანდებოდა დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენ დღეს, ვეღარ ვისაუბრებდით ასე თამამად, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სად ვიქნებოდით დღეს ეს ადამიანები, რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში? როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი და ეს უბედურება დამართეს ქვეყანას და დიდი განსაცდელი მოუვლინეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. დაკარგეს ტერიტორიები.

მათ ამ თემაზე საუბარი არ უნდათ, რადგან მათ იციან ყველაზე მეტად, რომ მათ ჩაიდინეს ეროვნული ინტერესების ღალატი. აი, ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, მე ასე ვეძახი მათ - საცოდავები ხართ, რადგან არაფერი სათქმელი აღარ გაქვთ“, - აღნიშნა პრემიერმა პარლამენტში საანაგრიშო გამოსვლისას.