ავტორი:

მექსიკაში, ატრაქციონზე 6 წლის ბავშვს უსაფრთხოების ქამარი გაუწყდა და 12 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა - "მისი გადარჩენა სასწაულია, ეს მეორედ დაბადებაა"

მექსიკაში, ატრაქციონზე 6 წლის ბავშვს უსაფრთხოების ქამარი გაუწყდა და 12 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა - "მისი გადარჩენა სასწაულია, ეს მეორედ დაბადებაა"

6 წლის ბიჭუნა, სახელად ცეზარი, მექსიკის გასართობ პარკში 12 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც ატრაქციონზე უსაფრთხოების ქამარი გაწყდა. საბედნიეროდ, ის გადარჩა.

ბავშვის ოჯახის წევრებმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ გაწყდა უსაფრთხოების ქამარი, რის შემდეგაც მოზარდი ატრაქციონის ქვეშ მოწყობილ აუზში ჩავარდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/w2zLd8jFNUI" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

Fox News-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს ცეზარი ზრდასრულ ადამიანთან ერთად ზიპლაინზე, როცა მოულოდნელად ორივე მათგანი ჩერდება და ბიჭუნა ძირს ვარდება. ვიდეოს გაწყვეტამდე გარშემომყოფების საზარელი ყვირილი ისმის.

ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ცეზარის დასახმარებლად წყალში გადახტა იქვე მყოფი ტურისტი. ბიჭის ძმა ამბობს, რომ ცეზარმა დაცემის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო, ის შეშინებულია და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს.

სანამ შემთხვევას სამართალდამცავები იძიებენ, პარკში რამდენიმე ატრაქციონმა მუშაობა შეწყვიტა. გადარჩენილი ბავშვის ახლობლები კი ამბობენ, რომ ბიჭუნას გადარჩენა "სასწაული და მეორედ დაბადებაა".

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა