ავტორი:

"რა უნდა ქნათ ბაზალეთის ტბის გაქრობის შემდეგ... არაფერს უშველით იმ აკვანს, რომელში ჩაწოლილ ყმას ნატვრით ელოდება ქართველი?" - ნატო ჩხეიძე პრემიერს

"რა უნდა ქნათ ბაზალეთის ტბის გაქრობის შემდეგ... არაფერს უშველით იმ აკვანს, რომელში ჩაწოლილ ყმას ნატვრით ელოდება ქართველი?" - ნატო ჩხეიძე პრემიერს

პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ ირაკლი ღარიბაშვილს ტურიზმზე საუბრისას ბაზალეთის ტბასთან დაკავშირებით ჰკითხა. კონკრეტულად დეპუტატი დაინტერესდა, რას მოიმოქმედებს პრემიერი, თუ ტბა გაქრება.

"ბატონო პრემიერო, როდესაც თქვენ საუბრობდით ტურიზმის განვითარებაზე, არ გიხსენებიათ არაფერი ბაზალეთის ტბასთან დაკავშირებით. თუ არადა, ტურისტებისთვის მარტო ჰაერი და წყალი არ არის, ლეგენდებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, ბოლო ერთ წელიწადში ბაზალეთის ტბა შრება, ორი მეტრით დაიხია უკან. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ემუქრება გაქრობა ბაზალეთის ტბას. რა უნდა ქნათ, ბაზალეთის ტბის გაქრობის შემდეგ, თუკი არაფერს უშველით, იმ აკვანს, რომელში ჩაწოლილ ყმას ჩუმის ნატვრით ელოდება ქართველი, ამოიღებთ და სადმე მუზეუმში დადებთ, თუ რა იქნება" - მიმართა ნატო ჩხეიძემ პრემიერს.

წაიკითხეთ ასევე: