ავტორი:

"შესაძლოა ეს კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა იყოს" - აღმოჩენა კენიაში: რა დაადგინეს მეცნიერებმა 1,45 მილიონი წლის წვივის ძვალზე ნაპოვნი დაზიანებებით?

"შესაძლოა ეს კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა იყოს" - აღმოჩენა კენიაში: რა დაადგინეს მეცნიერებმა 1,45 მილიონი წლის წვივის ძვალზე ნაპოვნი დაზიანებებით?

ბოლო აღმოჩენა კენიის მუზეუმში - ადრე შეუმჩნეველი ჭრილობები 1,45 მილიონი წლის წვივის ძვალზე, შესაძლოა, კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა იყოს.

"ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ძვალს რაღაც ინსტრუმენტით ხორცი მოაჭრეს" - ამბობს პალეოანთროპოლოგი ბრიანა პობინერი სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმიდან, რომელიც ადამიანის დიეტის ევოლუციას სწავლობს.

"ნეანდერტალელები მარგინალურ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც საკვების დეფიციტი იყო" - აღნიშნავს პობინერი.

"ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ აგრესიის ან რიტუალების მტკიცებულებებს. ისინი უბრალოდ ჭამდნენ ადამიანებს, რადგან მათ საკვებად მიიჩნევდნენ.“ მისივე თქმით, კანიბალიზმმა რიტუალური კომპონენტები 100 000 წლის წინ შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ 1300-ზე მეტი სახეობა, ზოგიერთი პრიმატის ჩათვლით, კანიბალისტურია, თანამედროვე საზოგადოებაში ეს თემა ტაბუდადებულია. სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი თავის ქალა, რომელიც შეიძლება 1,5-დან 2,6 მილიონი წლის არის, ამის კიდევ ერთი დასტურია.

ნამარხი ცნობილმა ანთროპოლოგმა, მერი ლიკიმ 1970 წელს, კენიის ტურკანის რეგიონში აღმოაჩინა. იგი უძველესი ადამიანების ძვლებზე ცხოველის ნაკბენის კვალს ეძებდა, რათა გაეგო, თუ რომელი მტაცებლები ნადირობდნენ მათზე.

კაცობრიობის განვითარების ადრეული პერიოდიდან ამის კიდევ ბევრი მაგალითი არსებობს. აღმოჩენილ სამარხებში მეცნიერები კანიბალიზმის კვალს ხშირად პოულობენ. ეს შემთხვევა განსაკუთრებით ხშირი იყო ნეანდერტალელებსა და ჰომო საპიენსში.