პოპულარული პროექტი „ქართული ბრენდის დღე“ „შერატონ ბათუმში“ ტრადიციულად პომპეზურად აღინიშნა. ღონისძიება 30 ივნისს ჩატარდა და მასში 25-მდე კომპანია სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. „ქართული ბრენდის დღის“ ჯილდო ამჯერად აჭარაში და მის მეზობელ რეგიონებში მოქმედ კომპანიებს გადაეცათ.
"პროექტი მნიშვნელოვანია ბიზნესის მოტივაციისთვის. ჩვენ მათ პოზიციონირებას ბაზარზე მათი განვითარების ყველა ეტაპზე წარმოვაჩენთ. „ქართული ბრენდის დღე“ ამიერიდან ორჯერ ჩატარდება - თბილისსა და ბათუმში. ბათუმს ძალიან მოუხდა ჩვენი პროექტი. „ქართული ბრენდის დღე ბათუმი 2023“ ვერცხლის სპონსორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელია“. მინდა, ყველა გამარჯვებულს მივულოცო ეს აღიარება“, - განაცხადა პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა მანანა გეგიძემ.

გარდა კომპანიებისა და ცალკეული ადამიანებისა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრენდ-პერსონას ტიტული, რომელიც ამჯერად ბათუმის კოლორიტს, ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ღლონტს გადაეცა.
„ქართული ბრენდის დღე ბათუმი 2023“-ის გამარჯვებული არიან:
ნომინაცია „ლიდერი“

ნომინაცია „რეპუტაცია და ნდობა“

ნომინაცია „წარმატებული ახალი ბრენდი“
ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“
გადაცემა "ერთი დღე სოფელში"
ნომინაცია „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“
ფესტივალი "ღამის სერენადები"
ნომინაცია „ისტორიული ბრენდი“
რადიო აჭარა

ნომინაცია „ბრენდ-პერსონა“
ვახტანგ ღლონტი
ასევე დაჯილდოვდნენ: ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზი ექიმი ნინო ბუთბა;
თმის გადანერგვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დეა პაპასკირი; პროფესიონალიზმისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოზიტივისა და ბედნიერების პოპულარიზაციისთვის არსენ გვენეტაძე.
სპეციალური სიგელი გადაეცა მედია არტისტ ქრისტინე ტუსიაშვილს პროექტისათვის „ის, რაც ჩემშია“.
R