CIA-ს დირექტორის, უილიამ ბერნსის უკრაინაში ბოლო საიდუმლო ვიზიტისას, კიევმა მას ახალი გეგმა წარუდგინა: რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება წლის ბოლომდე.
ინფორმაციას Washington Post ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი უკრაინას ივნისის ბოლოს ეწვია, სადაც ის დაზვერვის კოლეგებს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უცხოური მედია არ ასახელებენ ვიზიტის ზუსტ თარიღს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ვიზიტი რუსეთში პრიგოჟინის აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა.

WP-ის ერთ-ერთი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანი ბაიდენის ადმინისტრაციის „მზაობის დადასტურება“ და უკრაინის დახმარების სურვილი იყო.
მათივე ცნობით, კიევმა დასავლელ კოლეგებს გაუზიარა თავისი გეგმები შემოდგომისთვის ოკუპირებული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნების შესახებ; რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის საზღვრამდე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების გადატანა; გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთით; და შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.
„რუსეთი მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ საფრთხეს იგრძნობს“, - განუცხადა გამოცემას უკრაინის მაღალჩინოსანმა.
ჟურნალისტებმა CIA-ს მიმართეს კითხვით, თუ როგორ აფასებს თავად ბერნსი ამ გეგმების რეალურობას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია უკრაინის ხელისუფლებას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კონტრშეტევის "მთავარი მოვლენები" ჯერ კიდევ წინ იყო და გენერალ ვალერი ზალუჟნის, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, მოთმინებისკენ მოუწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა დასავლეთის მიერ დაპირებული იარაღისა და საბრძოლო თვითმფრინავების საჭიროებას.
ამ კვირის დასაწყისში, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ახალი $500 მილიონიანი იარაღის პაკეტი უკრაინის კონტრშეტევის მხარდასაჭერად, მათ შორის ჯავშანტექნიკა, ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა და ნაღმების წმენდის აღჭურვილობა.