ავტორი:

მცხეთაში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს

მცხეთაში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს

მცხეთაში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, მაშველები და მოქალაქეები იყვნენ ჩართული.

ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ის უკვე ოჯახთან ერთად არის.

ბავშვი მცხეთაში, ბაზრის უბნიდან რამდენიმე საათის წინ დაიკარგა, რის შემდეგად ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.