ავტორი:

ხარაგაულში, სოფელ მარელისში ეძებენ კაცს, რომელიც მეწყერში მოყვა

ხარაგაულში, სოფელ მარელისში ეძებენ კაცს, რომელიც მეწყერში მოყვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია.

სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.