ავტორი:

79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება - წყვილი უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია

79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება - წყვილი უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია

The Rolling Stones-ის 79 წლის სოლისტი მიკ ჯაგერი მესამედ ქორწინდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს. როკერის რჩეული 36 წლის ბალერინა, მელანი ჰამრიკია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ჰამრიკი თითზე ბეჭდით შენიშნეს. ქალის ახლო წრემ დაადასტურა, რომ წყვილი დაინიშნა.

წყვილის ახლობლები ამბობენ, რომ მელანიმ ნიუ-იორკში მოგზაურობისას გაამხილა, რომ მიკის საცოლეა. მეგობრების თქმით, ამ ამბით მელანის ოჯახის წევრები გახარებულები არიან.

"ქორწილს არ გეგმავენ, მაგრამ მელანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ნიშნობა", - ამბობს წყარო გამოცემასთან.

მელანიმ და მიკ ჯაგერმა ერთმანეთი ცხრა წლის წინ გაიცნეს. წყვილს ექვსი წლის ვაჟი, სახელად Deveraux 'Devi' Octavian Basil Jagger ჰყავთ.

მუსიკოსს რვა შვილი ჰყავს ხუთი სხვადასხვა ქალისგან. მისი უფროსი შვილი, ქალიშვილი, სახელად კარისი 52 წლის არის, მეორე ქალიშვილი ჯეიდი 51 წლის.