ავტორი:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი აფთიაქსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტს გაუხსნეს და 50 წლის მამაკაცი დაშავდა.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის გამოც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.