ავტორი:

"50 წლის შემდეგ ამქვეყნად ისევ გაჩნდა დაჩი…პატარა იოსელიანის დედა გავხდი" - ოტია იოსელიანის შვილიშვილსა და მის მეუღლეს, ნუცა ცისკარიშვილს ვაჟი შეეძინათ

"50 წლის შემდეგ ამქვეყნად ისევ გაჩნდა დაჩი…პატარა იოსელიანის დედა გავხდი" - ოტია იოსელიანის შვილიშვილსა და მის მეუღლეს, ნუცა ცისკარიშვილს ვაჟი შეეძინათ

დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანს შვილიშვილს ვაჟი შეეძინა. უმცროსი ოტია და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი პატარა დაჩის მშობლები გახდნენ.

ნუცას სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს სოციალური მედიის მომხმარებლებს შორის. ნუცა მათ საკუთარ ყოველდღიურობას უზიარებს, რასაც ძირითადად პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე.

საკუთარ გამომწერებს ნუცამ პატარა დაჩი იოსელიანის დაბადება თავად ამცნო.

"უთუოდ გული მოუვიდა, რატომ მე არა ვარო, და 50 წლის შემდეგ ამქვეყნად ისევ გაჩნდა დაჩი…პატარა იოსელიანის დედა გავხდი… როცა კარგად გავიაზრებ მერე უფრო მეტს მოგიყვებით ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ პირადი ზღაპრის გმირი მყავს" - წერს ნუცა "ფეისბუქში".