ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მერის მოადგილეს პაავო არჰინმეკის ქალაქის კედლებზე ხატვის გამო სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. მან განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ ის და მისი მეგობარი დაცვის თანამშრომლებმა მატარებლის გვირაბში ხატვისას დაიჭირეს.
არჰინმეკიმ პოსტში "სულელური საქციელისთვის" ბოდიში მოიხადა და მაცხოვრებლებისგან პატიება ითხოვა. მან დასძინა, რომ ის და მისი მეგობარი დიდი ხანია, რაც ურბანული ხელოვნებით - კედლის გრაფიტით არიან შთაგონებულები და ამან გადააწყვეტინათ ქუჩაში გასვლა და კედლების მოხატვა.
გვირაბის შიგნით ბეტონის გრაფიტისგან გაწმენდა ფინეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს 3500 ევრო დაუჯდა, - განუცხადა სააგენტოს სპიკერმა CNN-ს. მისივე თქმით, დასუფთავების ხარჯებს გამოძიების დასრულების შემდეგ დამნაშავეები გადაიხდიან.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="fi" dir="ltr">Arhinmäen graffiti | Arhinmäen teoksen hintalappu varmistui – Apulaispormestarin toilailu nousi uutisaiheeksi myös Saksassa <a href="https://t.co/A72EfpMElM">https://t.co/A72EfpMElM</a></p>— Helsingin Sanomat (@hsfi) <a href="https://twitter.com/hsfi/status/1673962326322728961?ref_src=twsrc%5Etfw">June 28, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
"გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დასადგენია, თუ რა სახის სასჯელს დააკისრებს სასამართლო მერის მოადგილეს", - ნათქვამია სპიკერის განცხადებაში. ამასობაში კი ფინურმა გაზეთმა Helsingin Sanomat-მა არჰინმეჰის და მისი მეგობრის დახატული გრაფიტის ფოტო გამოაქვეყნა და ინციდენტის შესახებ "ტვიტერში" დაწერა.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა