ავტორი:

ენათმეცნიერების ინსტიტუტის განცხადებით, ღია ფეხსაცმელს, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხან "შლოპანცს" ვუწოდებთ და ხანაც "ჩუსტს", შლაპუნა ჰქვია

ენათმეცნიერების ინსტიტუტის განცხადებით, ღია ფეხსაცმელს, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხან "შლოპანცს" ვუწოდებთ და ხანაც "ჩუსტს", შლაპუნა ჰქვია

ენათმეცნიერების ინსტიტუტის განცხადებით, ღია ფეხსაცმელს, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხან "შლოპანცს" ვუწოდებთ და ხანაც "ჩუსტს", სინამდვილეში შლაპუნა ჰქვია.

ამის შესახებ ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ.

"გავაცოცხლოთ ქართული სიტყვები! ღია ფეხსაცმლის ერთ-ერთ სახეობას ეძახიან "შლოპანცს“. ეს სიტყვა ბარბარიზმია, რუსული ენიდან არის შემოსული და არცერთ ქართულ ლექსიკონში არ დასტურდება.

ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა "შლოპანცის“ ნაცვლად "შლაპუნა“ შემოგვთავაზა. ამ სიტყვის შესახებ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: "შლაპუნა (შლაპუნასი) - რაც შლაპუნის ხმას გამოსცემს. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე (აკაკი).“

სიტყვა "შლაპუნი“ კი ასე განიმარტება:"შლაპუნ-ი (შლაპუნისა) მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა. აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, - თქვა ცეცომ..., - მათრახი კი არა, კაი საკამბეჩე იფნის სახრე და იმათი ჯანი! (ს. მგალობ.). დათუას არ ესმოდა... ვენახის გვერდით წყალში თევზების შლაპუნი (შ. არაგვ.).“ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.