უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ქუთაისის აეროპორტთან, სადაც მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - კლინიკაში. მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში, სავარაუდოდ, 6 ადამიანი იმყოფებოდა.
იხილეთ ასევე: