ავტორი:

1000 წუთი - რატომ ვერ ვასწრებთ ცხოვრებას?

1000 წუთი - რატომ ვერ ვასწრებთ ცხოვრებას?

დროის მუდმივი დეფიციტი, ემოციური გამოფიტვა, სტრესი, შფოთვის მაღალი ხარისხი, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ტვირთი - ციფრული ეპოქის ადამიანის გამოწვევებია - თემები, რაც ხშირად ყველას გვაწუხებს, მაგრამ იშვიათად თუ ვუფიქრდებით და კიდევ უფრო იშვიათად განვიხილავთ ხმამაღლა.

სად მიდის ჩვენი დრო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვირას, 9 ივლისს, ბაზალეთის ტბასთან მდებარე ღონისძიებების ახლადგახსნილ სივრცეში რელიეფი ბაზალეთზე წარმატებული სპორტსმენები, მწერლები, მუსიკოსები, ფსიქოლოგები, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ღონისძიების სტუმრებთან ერთად შეიკრიბებიან.

რატომ 1000 წუთი?

დღე-ღამეში სულ 24 საათი გვაქვს. ანუ 1440 წუთი ყველაფრისთვის. აქედან 440 წუთი ძილისთვისაა.

ჩვენც 1000 წუთის იმედზე ვრჩებით და ვცდილობთ, მთელი ცხოვრება ამ წუთებში ჩავტიოთ - სამსახური, სოციალური კავშირები, ოჯახი, ფიქრი, დასვენება, ჭამა, საცობი და ამ მარათონში ჩაბმულებს ხშირად საკუთარი თავი გვავიწყდება.

როგორ ვასწრებთ ცხოვრებას? ან ვასწრებთ კი? და თუ კი, რის ფასად გვიჯდება? ღონისძიების მიზანი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მოძებნა და რეფლექსიაა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FReliefbazaleti%2Fvideos%2F2309178945920740%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FReliefbazaleti%2Fvideos%2F790445562757867%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ღონისძიების დეტალების სანახავად, შეგიძლიათ ფეისბუქ ივენთის ლინკს ესტუმროთ, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ

რა მოხდება ღონისძიებაზე?

სივრცე ბაზალეთის ტბასთან 15:00 საათიდან გაიხსნება. სტუმრებს განწყობის შექმნაში პარტნიორი კომპანიები დაეხმარებიან. ტბის პირას, ღია ცის ქვეშ გექნება საშუალება მოისმინო, რა კავშირშია კვება მენტალურ ჯანმრთელობასთან, გაიარო კრივის მასტერკლასი, ისწავლო როგორ არ აისახოს სტრესული გარემო ჩვენს სახეებზე სახის იოგის დახმარებით, მიიღო რჩევები როგორ დაგეგმო შვებულება ისე, რომ შვებულებაშიც არ დაიღალო, ჭამო, დალიო ან უბრალოდ ჩრდილში წამოწვე და მუსიკას მოუსმინო.

18:00 საათიდან სცენა სპიკერებს დაეთმობა: ზაზა ფაჩულია, შოთა არველაძე, ივა ფეზუაშვილი, მებო ნუცუბიძე, აჩიკო გულედანი, უჩა აბაშიძე, რუსუდან გოცირიძე, ფსიქოლოგები, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ციფრული სფეროს პროფესიონალები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდებიან და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ ციფრული ეპოქის გამოწვევებთან დაკავშირებით.

საღამოს 21:00 საათიდან კი კითხვებზე პასუხების ძიება after party-ზე გაგრძელდება, მელქოსთან და ჯგუფ “შაბათ კვირა”-სთან ერთად.

ღონისძიების დეტალების სანახავად, შეგიძლიათ ფეისბუქ ივენთის ლინკს ესტუმროთ, ხოლო ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.

ღონისძიების პარტნიორები არიან: Demlab, Studio 54, ნორვეგიის საელჩო, UNDP, Setanta Sports, SMH Sports, ალმა, Cavea +, apeople, Marketing Hub, Greenish Studio, Heima Production, ფავორიტი, კოლორ ჯგუფი, ჰოლოგრაფ ჰაბი, სულაკაურის გამომცემლობა, Gepherrini, BCA Healthy Club, Fitpass, ნაბეღლავი, St Remy, Monkey Shoulder, ტაატი, იულიუსი, Redbull, IZIPIZI, Giggles, ბალიში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბარამბო, Delfy, TKT.ge.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო პორტალი ambebi.ge, Marketer.ge, BMG, Entrepreneur Georgia, On.ge, Business Insider Georgia, Diary და ახალგაზრდული პლატფორმა imitom.ge

ეს არ არის ღონისძიება, რომელზე ყოფნაც უნდა მოასწროეს არის ღონისძიება, რომელზეც უნდა იყო.

R