ავტორი:

ტეხასის შტატში, რვა წლის წინ დაკარგული მოზარდი ცოცხალი იპოვეს - მისი გაუჩინარების დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია

ტეხასის შტატში, რვა წლის წინ დაკარგული მოზარდი ცოცხალი იპოვეს - მისი გაუჩინარების დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია

25 წლის რუდი ფარიასი, რომელიც 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, ცოცხალი აღმოჩნდა.

რუდი ფარიასი სულ რაღაც 17 წლის იყო, როცა 2015 წლის 6 მარტს ორი ძაღლით სეირნობისას გაუჩინარდა. Texas EquuSearch, არაკომერციული ორგანიზაცია ტეხასის შტატში, რომელიც ფარიასის ძებნაში 2015 წლიდანაა ჩართული, ამბობს, რომ უცნობმა პირმა, 911-ში მას შემდეგ დარეკა, რაც ახალგაზრდა ეკლესიასთან უგონო მდგომარეობაში იპოვა.

მამაკაცს მთელს სხეულზე ჭრილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ვარაუდობენ, რომ იგი წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. ორგანიზაცია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუდს გაუჩინარებამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და წარსულში თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

ხელისუფლების ცნობით, რუდი ფარიასი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. მისი გაუჩინარების დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია.