ავტორი:

"თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ - პაპუაშვილო, შემომხედე კარგად!" - მიხეილ სააკაშვილი

"თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ - პაპუაშვილო, შემომხედე კარგად!" - მიხეილ სააკაშვილი

ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემს წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქე ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაში ჩააგდეთ, პაპუაშვილო, შემომხედე კარგად! , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადების გაკეთებისას ის ფეხზე წამოდგა და საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინა.

მისი თქმით, ყველა, ვინც უღალატა საქართველოსა და უკრაინას, უმკაცრესი სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს.

"მე მინდა ვთქვა, რომ ყველა, ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს, უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით. ჩემი აქ ყოფნა არის პუტინის შეთქმულება ივანიშვილთან ერთად და მის ადგილობრივ დამქაშებთან ერთად. ეს არის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. მე არ შემეშინდა "ვარდების რევოლუციის' დროს, მე არ შემეშინდა 2008 წლის ომის დროს, დავრჩი თბილისში, გადავარჩინე საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა, მე არ შემეშინდა არც 2021 წელს, როცა საქართველო იხრჩობოდა და დავბრუნდი ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ე.წ სასამართლოს პირობებშიც კი.

მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ გვართმევენ მომავალს, ჩვენს შვილებს უბიძგებენ, რომ არ იცხოვრონ საქართველოში, ჩვენი შვილები იცხოვრებენ საქართველოში, მე ვიცი, როგორ გავაკეთო.

თურმე ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას და მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემს წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქე ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაში ჩააგდეთ. პაპუაშვილო, შემომხედე კარგად! მე დაგამარცხებ, მაინც შევძლებ“, - განაცხადა სააკაშვილმა.