ავტორი:

"მოსკოვთან ახლოს დრონები გაანადგურეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია?

"მოსკოვთან ახლოს დრონები გაანადგურეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია?

ახალ მოსკოვში, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი მწყობრიდან გამოიყვანეს, კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"წინასწარი მონაცემებით, სამი დრონი მოსკოვის მიმართულებით სხვადასხვა დროს მიემართებოდა. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი მათგანი ჩაახშეს ახალ მოსკოვში, ერთი - კალუგას ოლქში", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე მოწმდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქში, კუბინკას ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ.