ავტორი:

"უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების ერთ-ერთი ელემენტი იქნება ციხეში სააკაშვილის ღარიბაშვილით ჩანაცვლება" - ხუხაშვილი

"უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების ერთ-ერთი ელემენტი იქნება ციხეში სააკაშვილის ღარიბაშვილით ჩანაცვლება" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი უკრაინა-საქართველოს შორის ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილბა ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგებს მოიტანს და ეს ნათლად უკრაინის ომის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

"თუ თავს გავანებებთ იმას, ვის მოსწონს, ან არ მოსწონს ზელენსკის გადაწყვეტილება და პრაქტიკული პოლიტიკური შედეგების ენაზე ვისაუბრებთ, მარტივად დავინახავთ, რომ უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების ერთ-ერთი მცირე ელემენტი იქნება ციხეში სააკაშვილის პირობითი ღარიბაშვილით ჩანაცვლება" - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაიბარონ საქართველოს ელჩი და შესთავაზონ 48 საათის განმავლობაში დატოვოს ქვეყანა და თბილისთან გამართოს კონსულტაციები.

მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაა. მან ასევე მოუწოდა ევროპასა და აშშ-ის ხელისფლებას არ მოახდინონ ამ ვითარების ინგორირება და ჩაერიონ საკითხის მოგვარებაში.

"სწორედ ახლა რუსეთი კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, რომ დაურეკოს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მის წინაშე ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ უგულებელყოთ ეს ვითარება და გადაარჩინოთ ეს ადამიანი.

ევროპაში არცერთ ძალას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: