ავტორი:

შეტევა მოსკოვზე, დრონები ვნუკოვოს აეროპორტთან და შეჩერებული ფრენები  - რუსეთში ამბობენ, რომ სამი დრონი ჩამოაგდეს: რას აცხადებს მომხდარზე მარია ზახაროვა

შეტევა მოსკოვზე, დრონები ვნუკოვოს აეროპორტთან და შეჩერებული ფრენები  - რუსეთში ამბობენ, რომ სამი დრონი ჩამოაგდეს: რას აცხადებს მომხდარზე მარია ზახაროვა

ახალ მოსკოვში, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი მწყობრიდან გამოიყვანეს, კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"წინასწარი მონაცემებით, სამი დრონი მოსკოვის მიმართულებით სხვადასხვა დროს მიემართებოდა. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი მათგანი ჩაახშეს ახალ მოსკოვში, ერთი - კალუგას ოლქში", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე მოწმდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქში, კუბინკას ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ.

მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ. მისი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები "ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ.

ზახაროვას თქმით, მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმამ ფრენების დროებით შეჩერება გამოიწვია.

"კიევის რეჟიმის მცდელობა მიიტანოს იერიში რაიონზე, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არის განლაგებული, მათ შორის აეროპორტი, რომელიც, სხვათა შორის, რეისებს საზღვარგარეთიდანაც იღებს, რიგით ტერორისტულ აქტად მიგვაჩნია“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.