ავტორი:

მკვლელობა კახეთში - მამაკაცმა ორი მეზობელი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა

მკვლელობა კახეთში - მამაკაცმა ორი მეზობელი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა.

მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.