გურჯაანში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი სოფლის ცენტრში დაიწყო.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მოკლულებსა და ბრალდებულს შორის წარსულში კონფლიქტი არ ყოფილა.
"როგორც ვიცით, 70 წლამდე ორი მამაკაცი ბირჟაზე იდგა, ეს მისულა, მისალმებია და იმათ რაღაც უხეშად უპასუხიათ. ამას მოჰყვა ყველაფერი, სახლში წავიდა, იარაღი აიღო, დაბრუნდა უკან, ესროლა... ორივე ადგილზე გარდაიცვალა", - ამბობენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მამაკაცმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
წაიკითხეთ ასევე: