ავტორი:

სად უნდა ველოდოთ დღეს წვიმას - სინოპტიკოსების პროგნოზი

სად უნდა ველოდოთ დღეს წვიმას - სინოპტიკოსების პროგნოზი

4 ივლისს საქართველოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.