ავტორი:

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია ბონუს ქულით დაამარცხეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია ბონუს ქულით დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიას დაუპირისპირდა და ბონუს ქულით 30:17 დაამარცხა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენს გამარჯვებაში აისახა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირეს, ნახევარფინალში გასვლის ამბავი კი მათი კონკურენტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

C ჯგუფში ამ დროისთვის პირველ ადგილზე ვიმყოფებით და თუ ჩვენს ჯგუფში დღეს სამხრეთ აფრიკა და არგენტინა ფრეს ითამაშებენ, ეს ასეც დარჩება და ლიდერობას შევინარჩუნებთ.... განაგრძეთ კითხვა