ავტორი:

"მე მგონი, ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში" - დავით არახამია

"მე მგონი, ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში" - დავით არახამია

"მე მგონი, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში", - განაცხადა "მთავარ არხთან" უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ. მისი თქმით, უკრაინა აპირებს, რომ ყველა საერთაშორისო მონაწილე ჩართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხში.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას ძირითადად არ აქვს სხვა გამოსავალი, არ იცის, როგორ აუხსნას საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ რა მიზეზით დაუნგრიეს ჯანმრთელობა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ეს ფაქტია. მეორე ფაქტი კი ისაა, რომ ივანიშვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს რუსულ ხელისუფლებასთან და კრემლის პოლიტიკოსებთან, ამიტომ ის პირდაპირ ბრძანებებს იღებს მათგან და ბრძანება კი ასეთია, რომ არაფერი მოიმოქმედოს სააკაშვილის გადასარჩენად. ისინი მოხარული იქნებიან, თუ ის ციხეში გარდაიცვლება.

თუ შევხედავთ ამ სურათს, ეს დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ შეიცვალა ადამიანი. ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, ჩვენ ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც ნათლად აკეთებენ განცხადებას, რომ მის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირ რეაქციას არ ახდენს ამ სიგნალებზე, რომელიც მოდის საერთაშორისო თანამეგობრობისგან და პირიქით უსმენს კრემლს და ყველაფერს აკეთებენ, რომ არ გააღიზიანონ კრემლი, ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინო საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც ფაქტია, რომ არის საქართველოს ხალხის სურვილის წინააღმდეგ, შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს.

არ ვიცი, სხვა რა რეაქცია უნდა გვქონოდა ჩვენი მხრიდან, რაღა დაგვრჩენია თუ არა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას, დაველოდოთ რას მოიმოქმედებენ ისინი," - თქვა დავით არახამიამ. ["მთავარი არხის" სინქრონული თარგმანი]. წყარო

შეგახსენებთ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.