ავტორი:

"საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს, ამ აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ" - კელი დეგნანი

"საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს, ამ აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ" - კელი დეგნანი

საქართველოსა და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩემზე არ არის უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაციის კომენტირება დამოკიდებული. თვალსაჩინოა, რომ ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია. რუსეთი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზეც და საქართველოზეც.

დასაწყისიდან ჩვენ რაც ბევრჯერ ვთქვით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ, ერთად შეიკრიბონ. ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ და იმედი მაქვს, რომ დიპლომატიური დისკუსიების, პირადი საუბრების მეშვეობით ისინი მოახერხებენ მათ შორის არსებული განსხვავებულობის დაძლევას”, - განაცხადა დეგნანმა.