ავტორი:

ხარკოვის ოლქში რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, მათ შორის 12 ბავშვია

ხარკოვის ოლქში რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, მათ შორის 12 ბავშვია

ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკისზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

"ექიმთა დაზუსტებული მონაცემებით, ამ დროისთვის, პერვომაისკისზე დარტყმის შედეგად დაშავდა 43 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. მედიკოსებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს ხუთ ადამიანს. დაშავებულების მდგომარეობა საშუალოდან მსუბუქია", - განაცხადა მან.

4 ივლისს, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი პერვომაისკი. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ისკანდერის ტიპის რაკეტა გამოიყენეს. ქალაქში ცხრა მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. გარდა ამისა, დამწვარია ოთხი და დაზიანდა ერთი ავტომობილი.