ავტორი:

რუსეთი უკრაინაში "ვაგნერის" მებრძოლების ჩანაცვლებას ჩეჩნებითა და მსჯავრდებულებით აპირებს - რას წერს Bloomberg

რუსეთი უკრაინაში "ვაგნერის" მებრძოლების ჩანაცვლებას ჩეჩნებითა და მსჯავრდებულებით აპირებს - რას წერს Bloomberg

რუსეთი ემზადება, რომ უკრაინის ომში მებრძოლი ჩეჩენი სამხედროებისა და მსჯავრდებულების რიცხვი გაზარდოს, რათა ის დანაკარგი, რაც "ვაგნერის" მებრძოლების წამოსვლით განიცადეს, აღადგინონ, იტყობინება Bloomberg-ი.

წყაროების თქმით, რამზან კადიროვის დამატებითი მებრძოლების რაოდენობის ცოდნა შეუძლებელია, თუმცა მაისში კადიროვი აცხადებდა, რომ ფრონტზე 7 ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო ჩეჩნეთიდან გაგზავნილი.

"ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ, რომელიც ვლადიმერ პუტინის 24-წლიანი მმართველობის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა, რუსულ ძალებს უკრაინაში ყველაზე კარგად გაწვრთნილი მებრძოლები დააკარგინა.

მიუხედავად იმისა, რომ "ვაგნერის" დაკარგვით ომის კურსის შეცვლა არაა მოსალოდნელი, პუტინის გადაწყვეტილება, რომ სრული სამხედრო მობილიზაცია თავიდან აირიდოს, იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში უფრო მეტ ჩეჩენს და მსჯავრდებულს გაგზავნის ფრონტის ხაზზე, ვარაუდობენ დასავლურ ქვეყნებში.

წყარო: bloomberg

მოამზადა: ანა სიბოშვილმა