ავტორი:

იშვიათი ასტრონომიული მოვლენა: ივლისის სუპერმთვარე ფოტოგრაფების ობიექტივში

იშვიათი ასტრონომიული მოვლენა: ივლისის სუპერმთვარე ფოტოგრაფების ობიექტივში

სუპერმთვარე - მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა დედამიწასთან მთვარის უახლოეს მდებარეობას ემთხვევა. შედეგად, დედამიწიდან მთვარე ზომაში ბევრად უფრო დიდი ჩანს.

სამშაბათს, მსოფლიო ღამის ცას ჩვეულებრივზე მეტად აკვირდებოდა. მიზეზი წლის ყველაზე დიდი და კაშკაშა მთვარეს დანახვაა.

ივლისის სუპერმთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ - ეს სახელი ინდიელთა ტომს უკავშირდება. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ირმებს რქები სწორედ ამ პერიოდში ეზრდებოდათ.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, სუპერმთვარეს დიდხანს არ მივაჩერდეთ. პიკის დროს, 100%-იანი ილუმინაციისას, მთვარეზე რამდენიმე წამზე მეტ ხანს ყურება შეუძლებელია და არც არის რეკომენდებული. NASA-ს ცნობით, ივლისის სავსემთვარეობა სამი დღე გაგრძელდება.

გთავაზობთ სუპერმთვარის შთამბეჭდავ ფოტოებს მთელი მსოფლიოდან: