27 წლის გურამ კინწურაშვილი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ტაბახმელაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახალგაზრდას ახლობლები ადასტურებენ.
კინწურაშვილი სახლიდან პარასკევ საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. ოჯახმა პოლიციას მალევე მიმართა, ასევე გუშინდელი დღიდან ინფორმაციას ავრცელებდნენ სოციალურ ქსელში.