ავტორი:

ლონდონში, დაწყებითი სკოლის შენობას ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია ცხრა ადამიანი

ლონდონში, დაწყებითი სკოლის შენობას ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია ცხრა ადამიანი

სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში, უიმბლდონში 9 ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც მანქანა დაწყებითი სკოლის შენობას შეეჯახა. სასწავლებელში 4-დან 11 წლამდე ასაკის გოგონები სწავლობენ.

სკოლის თანამშრომლებმა პოლიციის ოფიცრებს დაურეკეს და აცნობეს, რომ მოსამზადებელ სკოლას Land Rover-ი შეეჯახა.

"რამდენიმე დაშავებულის შესახებ ვიცით. დამატებით სიახლეებს ველოდებით. პოლიციის თანამშრომლები ინციდენტის ადგილზე რჩებიან", - ამბობენ სამართალდამცველები.

ლონდონის სახანძრო ბრიგადაში აცხადებენ, რომ სახანძრო და სამაშველო მანქანები ადგილზე არიან მობილიზებულები.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა