ავტორი:

"ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პირადი ცხოვრება "ახლაც და მომავალშიც" მომღერალ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსეში წერს.

"ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას" - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის პირველი ქორწინებიდან, სანდრა რულოვსთან, ორი ვაჟი ჰყავს - ედუარდი და ნიკოლოზი. მეორედ მან უკრაინელ ლიზა იასკოზე იქორწინა და ამის შესახებ გასულ წელს, უკრაინიდან საქართველოში გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ამცნო ფართო საზოგადოებას. ლიზა იასკოს და სააკაშვილის რამდენიმე თვის წინ გოგონა სახელად ჟასმინი შეეძინათ.

ხოლო რაც შეეხება სოფო ნიჟარაძესა და მიხეილ სააკაშვილის ურიერთობას, მათ ჰყავთ გოგონა სახელად ელის-მარია, რომელიც დედასთან ერთად ხშირად ნახულობდა პატიმრობაში მყოფ მამას "ვიავამედში",