ავტორი:

FDA-მ ალცჰაიმერის საწინააღმდეგო პირველი წამალი დაამტკიცა - რა არის ცნობილი Leqembi-ს შესახებ და რა იქნება მისი ფასი ამერიკულ ბაზარზე

FDA-მ ალცჰაიმერის საწინააღმდეგო პირველი წამალი დაამტკიცა - რა არის ცნობილი Leqembi-ს შესახებ და რა იქნება მისი ფასი ამერიკულ ბაზარზე

აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის საწინააღმდეგო პირველი წამალი დაამტკიცა. საუბარია მედიკამენტების მწარმოებლების, Eisai-სა და Biogen-ის მიერ შექმნილი წამლის, Leqembi-ს შესახებ.

FDA-ის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ალცჰაიმერთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის.

კვლევის მიხედვით, თუ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტი აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობას დაავადების ადრეულ ეტაპზე დაიწყებს, ალცჰაიმერის პროგრესირება 27%-ით შენელდება.

"ეს ტრიუმფია. ამდენი წლის შრომის, ამდენი მეცნიერის, ექიმის და კლინიკური კვლევის მონაწილეების და მათი მზრუნველი პარტნიორების მიერ დახარჯულმა ენერგიამ შედეგი გამოიღო", - ამბობს Eisai-ის აღმასრულებელი დირექტორი, ივან ჩეუნგი.

აშშ-ში, წელიწადის განმავლობაში სამყოფი მედიკამენტის ფასი $26 500-ია.

ექიმი ბაბაკ ტუსი მოელის, რომ პაციენტების მხრიდან პრეპარატისადმი დიდი ინტერესი იქნება, მაგრამ მისი შეფასებით, პრეპარატი გამოსადეგი არ იქნება ამ დაავადების მქონე ყველა პაციენტისთვის, რადგან ის ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის შემთხვევაშია ეფექტიანი. გარდა ამისა, მედიკამენტი კი არ კურნავს ალცჰაიმერისგან, არამედ დაავადების განვითარებას აფერხებს.

პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები და მისი მიღების დროს საჭიროა ტვინის რეგულარული მონიტორინგი.კვლევის მონაწილეთა დაახლოებით 13%-ს აღენიშნებოდა ტვინის შეშუპება, ან სისხლდენა.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა