ავტორი:

"ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, რის შემდეგაც ალი სადგურზე გადავიდა" - რას ამბობენ ადგილზე: ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი შემთხვევის ფოტოები

"ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, რის შემდეგაც ალი სადგურზე გადავიდა" - რას ამბობენ ადგილზე: ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი შემთხვევის ფოტოები

ზესტაფონი-თერჯოლის გზაზე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, რის შემდეგაც ალი სადგურზე გადავიდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაზიანდა ბენზინგასამართი სადგურის გვერდით მდებარე მაღაზიის შენობა. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია კედელი.

როგორც ადგილზე გვეუბნებიან, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ხელოსანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. 50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, პაციენტს მიღებული აქვს სახესა და ზედა კიდურების თერმული დამწვრობა. ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, მიმდინარეობს დაკვირვება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც დაშავებული მამაკაცი იხსენებს, ცეცხლი მის ავტომობილს გაუჩნდა, რის შედეგადაც ცეცხლი სადგურს მოედო.

აფეთქების მომენტში ადგილზე მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, მათ დარეკეს სამაშველო სამსახურში. შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.