რამდენიმეთვიანი ჭოჭმანის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის არმიისთვის კასეტური საავიაციო ბომბების მიწოდების შესახებ, რასაც, სავარაუდოდ, დიდი პროტესტი მოჰყვება და - არა მარტო უკრაინასთან მებრძოლი რუსეთისგან...
საქმე ის არის, რომ 2010 წლიდან ამოქმედდა კონვენცია კასეტურ იარაღთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს ასეთი შეიარაღების გამოყენებას, გადაცემასა და დაგროვებას.
დღეისათვის ამ კონვენციას მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა, თუმცა მისი მონაწილე არ გამხდარან არც აშშ, არც რუსეთი და არც უკრაინა, ისე, როგორც ჩვენი საქართველო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არათუ არ არის ამ კონვენციის მონაწილე და თავადაც აქტიურად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის - უკრაინის ქალაქების დასაბომბად (ისევე, როგორც აგვისტოს ომში ამას საქართველოსთან მიმართებაში აკეთებდა, მათ შორისაა ქალაქ გორის ცენტრის დაბომბვა სწორედ კასეტური ელემენტებით, რომელიც მაშინ "ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ნათლობადაც იქცა), კრემლი უკვე ცდილობს, აიყოლიოს მსოფლიოს ის ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგი არიან კასეტური იარაღის გამოყენების და საერთო ძალით დაგმონ უკრაინელებისთვის ამერიკული კასეტური იარაღის გადაცემა.
ადამიანის განადგურების არანაკლებ საშინელი უამრავი მეთოდი არსებობს და რაღა მაინცდამაინც კასეტურმა იარაღმა "შეაძულა“ ყველაზე მეტად თავი ისე, რომ თვით ნატოს წამყვანმა წევრმა ქვეყნებმაც კი მისი შეიარაღებიდან ამოღება დაიწყეს?
კასეტური იარაღი წარმოადგენს საავიაციო ბომბის, რაკეტისა თუ საარტილერიო ჭურვის მიერ სუბელემენტების გაფანტვის პრინციპს ანუ ეს ბომბი თუ რაკეტა მიწაზე დაცემამდე ჰაერში იხსნება და ფანტავს შიგნით ჩაწყობილ პატარა ზომის "ბომბებს“ - სუბელემენტებს და მიწაზე ერთი აფეთქების ნაცვლად რამდენიმე ასეული პატარ-პატარა აფეთქება ხდება... განაგრძეთ კითხვა