ავტორი:

ძლიერი ხანძარი იტალიაში, მოხუცთა სახლში - დაიღუპა 6 ადამიანი, 81 კი კლინიკაშია გადაყვანილი

ძლიერი ხანძარი იტალიაში, მოხუცთა სახლში - დაიღუპა 6 ადამიანი, 81 კი კლინიკაშია გადაყვანილი

იტალიის ქალაქ მილანში, მოხუცთა სახლში გაჩენილი ხანძრის გამო 6 ადამიანი დაიღუპა, 81 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური სააგენტო Ansa-ს ცნობით, ექვსი მსხვერპლიდან ხუთი ქალი იყო.

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება სწრაფად შეძლეს, მაგრამ მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ განაცხადა, რომ მაშველებს სათითაოდ, ხელით მოუწიათ ყველა ადამიანების შენობიდან გამოყვანა.

ჯუზეპე სალამ დააზუსტა, რომ ხანძარი ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, სადაც ორი ქალი ცხოვრობდა. მერის თქმით, ისინი ხანძარს ემსხვერპლნენ, დანარჩენი ოთხი გარდაცვლილი კი დიდი რაოდენობით კვამლის შესუნთქვის გამო დაიღუპა.

საავადმყოფოში გადაყვანილი მოხუცებიდან ყველა კვამლით იყო მოწამლული. მათგან 14 მძიმე მდგომარეობაშია. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ხანდაზმულთა სახლში სულ 167 ადამიანი ცხოვრობდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა