ავტორი:

11 სექტემბრის ტერაქტს გადარჩენილმა კაცმა საკუთარი სიცოცხლე ბავშვების გადასარჩენად გაწირა - დაინახა, რომ მოზარდებით სავსე ნავი ამობრუნდა და წყალში დაუფიქრებლად გადახტა

11 სექტემბრის ტერაქტს გადარჩენილმა კაცმა საკუთარი სიცოცხლე ბავშვების გადასარჩენად გაწირა - დაინახა, რომ მოზარდებით სავსე ნავი ამობრუნდა და წყალში დაუფიქრებლად გადახტა

43 წლის ლუკ ლეიდლი ამერიკელებისთვის გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი გახდა. კაცმა, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს გადაურჩა, ახლახან ბავშვების გადასარჩენად თავი გაწირა.

4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, ის ოჯახთან ერთად მიჩიგანის ტბაზე იმყოფებოდა. შენიშნა, რომ მახლობლად ბავშვებით სავსე ნავი ამოტრიალდა და დაუფიქრებლად გადახტა წყალში მოზარდების გადასარჩენად.

მედიის ინფორმაციით, წყალში გადახტომიდან დაახლოებით ერთ წუთში ლეიდლი ცუდად გახდა, რის შემდეგაც ნავზე მყოფმა სხვა ადამიანებმა ამოიყვანეს და პირველადი დახმარების აღმოჩენა დაიწყეს. მოგვიანებით კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ბავშვებს, ყველა მათგანს უსაფრთხოების ჟილეტი ეცვა და მათი ნაპირზე უსაფრთხოდ გამოყვანა მოხერხდა.

ლუკ ლეიდლი სამი შვილის მამა იყო. 2001 წლის სექტემბერში მან მუშაობა დაიწყო საინვესტიციო საბანკო ფირმა Morgan Stanley-ში, რომლის ოფისიც "ტყუპი ცათამბჯენის" მე-6 სართულზე მდებარეობდა. მუშაობის დაწყებიდან მეორე დღეს, 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერაქტი მოხდა.

ლეიდლი შენობიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. მისი 13 თანამშრომელი კი ტერაქტს ემსხვერპლა.