ავტორი:

"ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია - რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით... თუმცა დაკავება არ მომხდარა" - სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე

"ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია - რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით... თუმცა დაკავება არ მომხდარა" - სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე

ჯაშუშები რა თქმა უნდა, გამოვლენილია. რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა გამოვლენა ხშირად ხდება, დაკავება არ მომხდარა, - ამის შესახებ სუს- ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აგენტებთან დაკავშირებით მათი მთავარი ამოცანა იდენტიფიცირება და შესწავლაა.

"ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არის გამოვლენა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება, მათი შესწავლა, დაინტერესების სფეროების, მოქმედების ფორმების, მეთოდების განსაზღვრა, შესწავლა, ამის გაუნებელყოფა და შემდეგ შესაძლოა, ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ სუს-ი პარტიულია, ბატიაშვილი აცხადებს: "არ არის პარტიული, არ ვადასტურებთ და უარვყოფთ".

ინფორმაციისთვის, სუს- ის ანგარიშს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.