ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ედვინ ვან დერ სარი 7 ივლისს, თავში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის თაობაზე ინფორმაცია "ტვიტერში" ჰოლანდიური კლუბის "აიაქსის" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
"პარასკევს ედვინ ვან დერ სარს ჰქონდა სისხლდენა თავის ტვინში. ის ამჟამად საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას შემდეგ, რაც იქნება უფრო კონკრეტული ინფორმაცია გვექნება, ინფორმაციას განვაახლებთ. ყველა "აიაქსელი" ედვინს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე", - ვკითხულობთ ჰოლანდიური გუნდის "ტვიტერზე", რომლის ღირსებასაც ვან დერ სარი 9 წლის განმავლობაში იცავდა.

On Friday, Edwin van der Sar has had a bleeding around his brain. He’s currently in hospital in the intensive care unit and is in a stable condition.

Once there is more concrete information, an update will follow.

Everyone at Ajax wishes Edwin a speedy recovery. We’re thinking… pic.twitter.com/M7jKs5TBB9
— AFC Ajax (@AFCAjax) July 7, 2023

ის სხვადასხვა დროს თამაშობდა "იუვენტუსში", "ფულემსა" და "მანჩესტერ იუნაიტეტში". ორჯერ დასახელდა ევროპის საუკეთესო მეკარედ, 1992 და 2009 წლებში, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
ვან დერ სარი 52 წლისაა.