ავტორი:

სპეცრაზმი და სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობა ლისის ტბის მიმდებარედ - ადგილზე სიტუაცია დროდადრო იძაბება, არიან დაკავებულები (ფოტოები)

სპეცრაზმი და სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობა ლისის ტბის მიმდებარედ - ადგილზე სიტუაცია დროდადრო იძაბება, არიან დაკავებულები (ფოტოები)

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეთა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა.

ფესტივალის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის ერთი ნაწილი ერთხელ უკვე გაარღვიეს, რის შედეგადაც შეეცადნენ, რომ შესულიყვნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი იმართება.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, რომლებმაც დიდი კორდონი გააკეთეს ლისის ტბის შესასვლელთან.

წაიკითხეთ ასევე:

ფოტოები: ინტერპრესნიუსი, გიორგი ჟამერაშვილი