ავტორი:

"არსებობს სხვა ვერსიები და შესაძლოა ბრალდება შეიცვალოს" - 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდათ: რა ხდებოდა პროცესზე? (ფოტოები)

"არსებობს სხვა ვერსიები და შესაძლოა ბრალდება შეიცვალოს" - 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდათ: რა ხდებოდა პროცესზე? (ფოტოები)

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და განაცხადა, რომ წარმოდგენილო მტკიცებულებებით ბრალდებულთა დანაშაული დასტურდება. მისივე თქმით, სხვა დამატებით ვერსია საქმეში არ არსებობს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ზღვის სანაპიროზე არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ, ბრალდებულებთან შეთანხმებით მათი ზღვაში გაყვანა მოხდა. წყლის სწრაფმავალი კატარღა ნიშნულის რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იმყოფებოდა, აღნიშნულის შემდგომ კატარღის მღოლმა ანუ ერთ ერთმა ბრალდებულმა რამდენიმე სწრაფი და მკვეთრი მანევრით ბავშვების ზღვაში გადაგდება სცადა, ყოველგვარი დამცავი საშულების გარეშე ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანა ბრალდებულებს არ მისცა ბავშვებისთვის დახმარების აუცილებლობის შესაძლებლობა რის შემდგომაც სამმა არასრულწლოვამა შეძლო ნაპორზე გამოსვლა, ხოლო ერთი ზღვაში დაიხრჩო”,- განაცხადა თორნიკე გოგეშვილმა.

თავის მხრივ, ერთ ერთი ბრალდებულის ადვოკატი დავით ჩავლეშვილო აცხადებს, რომ დაცვის მხარე აღნიშნულ საქმეში დამატები ვერსიაზე მუშაობს.

“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ბრალდებულმა თავი შეიკავა სასამართლოზე, რადგან სხვა ვერსიები არსებობს და უნდა მოხდეს გადამოწმება. შესაძლოა ბრალდება შეიცვალოს. დეტალურად ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ”,- განაცხადა დავით ჩავლეშვილმა

გავრცელებული ინფორმაციით, სამი დღის წინ ოთხი მოზარდი ზღვაში ე.წ საცურაო ბანანით უცხო პირებმა სასეირნოდ გაიყვანეს. ახლობლების თქმით, სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში გაუჩინარდა.

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ ზურაბ საღინაძეს გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ორ ბრალდებულს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

წაიკითხეთ ასევე: