ავტორი:

"როგორი სახელმწიფო გვინდა, ძალადობრივი, რომელიც კანონებით კი არა, ემოციებით იმართება?! ადამიანებს არ ვაძლევთ უფლებას იცხოვრონ ისე, როგორც სურთ?!" - ნინო წილოსანი "პრაიდის" შესახებ

"როგორი სახელმწიფო გვინდა, ძალადობრივი, რომელიც კანონებით კი არა, ემოციებით იმართება?! ადამიანებს არ ვაძლევთ უფლებას იცხოვრონ ისე, როგორც სურთ?!" - ნინო წილოსანი "პრაიდის" შესახებ

"პრაიდ ფესტივალის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმიანება და აცხადებს, რომ "მძიმე სანახავი იყო, თუ როგორ უშლიდნენ ხელს ადამიანების დახურულ შეხვედრას.

"ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ", - წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ფესტივალის მხარდამჭერ განცხადებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა, რასაც დეპუტატმა ამგვარი კომენტარით უპასუხა:

"მეგობრებო, სათითაოდ ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თხოვნა მაქვს დაფიქრდით- როგორი სახელმწიფო გვინდა? ძალადობრივი? ის რომელიც კანონებით კი არა ემოციებით იმართება?

სხვა ადამიანებს არ ვაძლევთ უფლებას იცხოვრონ ისე, როგორც სურთ? იმის გათვალისწინებით რომ არ ლახავენ ჩვენს უფლებებს?

მგონი სულ სხვა ტრადიციების ქვეყანა გადმოგვილოცეს წინაპრებმა - ტოლერანტული, მამაცი და სამართლიანი .. არასდროს ისტორიაში განსხვავებული მოცემულობის გამო ადამიანები არ დაგვიჩაგრავს, ამიტომ ღირსეულად ვატაროთ როგორც ქვეყნის, ასევე რწმენის ტრადიციები", - წერს ნინო წილოსანი.