ავტორი:

"ფულის გამოძალვის მიზნით, მამაჩემის სახელითა და გვარით ბოროტმოქმედს შეუქმნია ყალბი ფეისბუქანგარიში..." - ნინო არაზაშვილი ინტერნეტ თაღლითობაზე წერს

"ფულის გამოძალვის მიზნით, მამაჩემის სახელითა და გვარით ბოროტმოქმედს შეუქმნია ყალბი ფეისბუქანგარიში..." - ნინო არაზაშვილი ინტერნეტ თაღლითობაზე წერს

ტელეწამყვანი ნინო არაზაშვილი წერს, რომ მისი მამა ინტერნეტთაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა. როგორც არაზაშვილი განმარტავს, მისი მამის სახელით, თაღლითი ადამიანებისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.

"ასეთ წერილს სწერდა ფულის გამოძალვის მიზნით ინტერნეტ თაღლითი მამაჩემის სახელით მის მეგობრებს. მადლობა ჩვენს ახლობლებს, ვინც დროულად გვამცნეთ ოჯახს თაღლითის ზრახვები და მცდელობები და დაგვირეკეთ პირადად.

აღმოჩნდა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით, მამაჩემის სახელითა და გვარით (ქართული დამწერლობით) ბოროტმოქმედს შეუქმნია ყალბი ფეისბუქანგარიში, მოუპარავს მამაჩემის ფოტო და დაუმეგობრებია ჩვენი ოჯახის ფეისბუქმეგობრების ნაწილი.მათგან უმეტესობისთვის პირადში გაუგზავნია შინაურული მისალმება და წერილი თანხის გამოძალვის მიზნით.

გუშინდელი დროული მოქმედებების შედეგად ყალბი ფეისბუქანგარიში გაუქმებულია.მაგრამ ინტერნეტთაღლითმა მოახერხა და 2 მეგობარს გადაარიცხინა ფული თავის ანგარიშზე.

ვწუხვართ, რომ მათ მამასთან არ დაურეკავთ და არ გადაუმოწმებიათ შეტყობინება, რომელიც თაღლითმა მიწერა.

პოლიციაში გაცხადებულია და ვიმედოვნებთ დროულად იქნება გამოვლენილი დამნაშავე. მამას ვარწმუნებთ, რომ ინტერნეტთაღლითების სამიზნე სხვებიც ხდებიან და ის არც პირველი და სამწუხაროდ არც უკანასკნელი მსხვერპლია. მაგრამ ვგრძნობთ, რომ ის ახლა განსაკუთრებით საჭიროებს მხარდაჭერას, რადგან ძალიან განიცდის მომხდარს.გთხოვთ, მამაჩემთან ჩვეულებრივ გააგრძელოთ ურთიერთობა პირველად ანგარიშზე, რომელსაც რამდენიმე წელია (დარეგისტირების დღიდან) თავისი სახელი და გვარი ლათინურად აქვს მითითებული", - წერს ნინო არაზაშვილი.