ავტორი:

"ბრიანსკის ოლქში უკრაინული რაკეტები ჩამოაგდეს" - რუსული მედია

"ბრიანსკის ოლქში უკრაინული რაკეტები ჩამოაგდეს" - რუსული მედია

რუსეთის ბრიანსკის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით ავრცელებს.

'რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი რაკეტა ჩამოაგდო. ერთ-ერთი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად სოფელ ბიტოშში სახერხი საამქრო მთლიანად განადგურდა“, - დაწერა გუბერნატორმა 'ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, რაკეტის ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.