ავტორი:

"შესანიშნავი კარიერა მქონდა, მაგრამ თქვენ გარეშე ამას ვერასდროს შევძლებდი“ - ელტონ ჯონმა 52-წლიანი კარიერა დაასრულა

"შესანიშნავი კარიერა მქონდა, მაგრამ თქვენ გარეშე ამას ვერასდროს შევძლებდი“ - ელტონ ჯონმა 52-წლიანი კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა 52-წლიანი კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ფანებს დასკვნითი კონცერტის დროს, სტოკჰოლმში განუცხადა.

ტური, რომელიც ხუთ წელზე დიდხანს გრძელდებოდა 330 შოუს მოიცავს და Billboard Boxscore-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანად ითვლება - მისმა საერთო მოგებამ $900 მილიონზე მეტი შეადგინა.

"10 წლის წინ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების ბოლომდე მუსიკისა და გასტროლების გარდა არაფერს გავაკეთებდი. შემდეგ კი შვილები შემეძინა და ყველაფერი შეიცვალა“, - თქვა მან

"წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს ჩემთვის თქვენი სიკეთე. შესანიშნავი კარიერა მქონდა და გამიმართლა, რომ მუსიკას ვქმნიდი. მაგრამ თქვენ გარეშე ამას ვერასდროს შევძლებდი“, - მიმართა მომღერალმა ფანებს.

50-წლიანი კარიერის მანძილზე ელტონ ჯონმა 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, რამაც იგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად აქცია. მოპოვებული აქვს გრემის ექვსი ჯილდო, ბრიტანული მუსიკის 4, ასევე ოსკარის, ოქროს გლობუსისა და ტონის ჯილდოები. 2004 წელს ჟურნალ Rolling Stone-მა ყველა დროის 100 უდიდეს შემსრულებელთა შორის დაასახელა.