ავტორი:

გიორგი მამარდაშვილი ქორწინდება - როგორ სთხოვა ხელი რჩეულს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ

გიორგი მამარდაშვილი ქორწინდება - როგორ სთხოვა ხელი რჩეულს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ქორწინდება. მან რჩეულს ხელი უკვე სთხოვა. ემოციური ვიდეოები 22 წლის სპორტსმენმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ მისი საცოლე მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა, სადაც მამარდაშვილი მოულოდნელად შევიდა და გოგონას ხელი სთხოვა.

გიორგი მამარდაშვილი, შეიძლება ითქვას, საკუთარი საფეხბურთო კარიერის ზენიტშია. ბოლო ცნობებით, მისით გერმანული კლუბი, "ბაიერნი“ დაინტერესდა და გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ქართველი მეკარის შეძენას გეგმავს.

ასევე იხილეთ: